დაიცავით ღია ინტერნეტი
Mozilla გამალებით მუშაობს, რომ ინტერნეტის მართვის სადავეები ხალხს დაუბრუნოს.
ერთად ჩვენ შეგვიძლია, შევინარჩუნოთ იოლი, უსაფრთხო და თავისუფალი ინტერნეტი — ყველასთვის.
გაეცანით უახლეს ამბებსა და სტატიებს, რომელთაც Mozilla მოგაწვდით
შევქმნათ სამართლიანი მომავალი
ნახეთ, თუ როგორ ვუწყობთ ხელს მრავალფეროვანი, საყოველთაო და ხელმისაწვდომი ინტერნეტგარემოს ჩამოყალიბებას.
შემოგვიერთდით ცვლილებებისთვის




შემოუერთდით ჩვენს გუნდს და გააფართოვეთ შესაძლებლობების საზღვრები — ყველაზე მნიშვნელოვანის შეულახავად.
საზოგადოების სიყვარული, ჩვენი მამოძრავებელი ძალა
Mozilla საერთაშორისო ერთობაა მხურვალე მოხალისეებისა და წვლილის შემტანთა, რომლებიც ჩვენთან ერთად ქმნიან, იცავენ და აყალიბებენ ინტერნეტის მომავალს 1998 წლიდან.
კოდის წერითა და ხარვეზების გამოვლენით დაწყებული, პირადი მონაცემებისა და ინტერნეტის საყოველთაო გახსნილობის დამცველობით გაგრძელებული – ჩვენი ერთობის წევრები ჩვენი საქმიანობის მთავარ ხერხემალს წარმოადგენენ. მათი მხურვალე თავდადება და მონდომება ახალ ძალას გვმატებს ყოველდღიურად.


